მთავარი
ჩვენს შესახებ

სიახლეები
მოვლენებ
წერილები
ბროშურები

მიმართვები, ბუკლეტები
წიგნები
პერიოდული ბიულეტინი
მულტიმედია
თავჯდომარის გვერდი

მშკ გვერდი
ბმულები
კონტაქტები

 

ძვირფასო თანამემამულენო

გამოვთქვამთ უკიდურეს აღშფოთებას ჩვენს ქალაქში შექმნილი მდგომარეობის გამო: ქალაქი მიაქვს პორნოგრაფიას, გამოფენილია ათასგვარი უხამსი ჟურნალი თუ გაზეთი, რომელიც მავნე ზეგავლენას ახდენს მოზარდ თაობაზე, შეურაცხყოფს ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს. მადლობა ღმერთს, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი უარყოფითად არის განწყობილი ამგვარი ჟურნალ-გაზეთების მიმართ და მოითხოვს, გამკაცრდეს მათი გამოშვებისა და რეალიზაციის ნორმები და წესები. მართლმადიდებელი ეკლესია და მისი მრევლი ვერ შეეგუება მოზარდი თაობის გამრყვნელ ნაბეჭდ პროდუქციას და იბრძოლებს, რათა დაცულ იქნას ისედაც ლიბერალური ნორმები, ხოლო სამომავლოდ – რათა გამკაცრდეს ისინი.

უფლებამოსილი ორგანოსადმი ჩვენი მიმართვის შესაბამისად, საქართველოს სპორტის და ახალ-გაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა დაადასტურა (იხ. დანართი - წერილები: 03-578/588, 20.12.05; 01-01-03/49, 4.02.06; 01-01-03/117, 14,02,06; 01-01-03/118, 14,02,06), რომ შემდეგი დასახელე-ბის ჟურნალ-გაზეთები არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენის მომხდენნი არიან: 1) “მაქსი”, 2) “სექსტაზი”, 3) “პაემანი”, 4)“ მატრიცა” (იგივე “სექს-მატრიცა”), 5) “БЕЗ КОМПЛЕКСОВ”, 6) “ SEX-SHOW”, 7) “невская КЛУБНИЧКА”, 8) “SPEED”.

დეპარტამენტმა ასევე განმარტა, რომ: ა) “მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ნაბეჭდი პროდუქციის მიყიდვა არასრულწლოვანი მოქალაქეებისათვის აკრძალულია; ბ) ასეთი პროდუქცია უნდა იყოს შეფუთული და გარეკანზე წარწერით: “აკრძალულია 18 წლამდე”, ამასთან, იგი არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი არასრულწლოვანებისათვის, მათ შორის ვიზუალურადაც, ანუ, შეფუთული უნდა იყოს გაუმჭვირვალ მასალაში; გ) “მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, აკრძალულია არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენის მომხდენ ნაბეჭდ პროდუქციით გარე ვაჭრობა (ვაჭრობა დროებითი სადგომებიდან, ავტომანქანებიდან, შენობის გარეთ განლაგებული დახლებიდან); დ) იმ შემთხვევაში, თუ მავნე ზეგავლენის მომხდენი ნაბეჭდი პროდუქციის გამავრცელებლის მიერ დარღვეული იქნება კანონის მოთხოვნები, “მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მშობელს ან არასრულწლოვანის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ქონებრივი ან/და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება, რომელიც გამოწვეულია ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით.

როგორცა ჩანს, უზნეო ჟურნალ-გაზეთების მწარმოებლებსა და გამავრცელებლებს ღმრთის შიში და ერის სიყვარული არა აქვთ. მოვუწოდებთ დისტრიბუტორებს, ხელი შეუწყონ კანონის შესრულებას. მოვუწოდებთ საზოგადოებრიობას, მოთხოვონ რეალიზატორებს და აიძულონ ისინი, დაიცვან კანონის მოთხოვნები. ასევე, ვთხოვთ მოქალაქეებს, თუ დასახელებულთა გარდა შენიშნონ სხვა დასახელების უზნეო ნაბეჭდი პროდუქცია, მათ შესახებ შეგვატყობინონ ქვედა ველზე მითითებული საკონტაქტო ტელეფონის საშუალებით.

ერთად ვიზრუნოთ მომავალი თაობისა და ერის ზნეობრივი სიჯანსაღისათვის!

ქრისტესმიერი სიყვარულით,

თავმჯდომარე:

ა. უნგიაძე

2006 w. Tebervali