მთავარი
ჩვენს შესახებ

სიახლეები
მოვლენებ
წერილები
ბროშურები

მიმართვები, ბუკლეტები
წიგნები
პერიოდული ბიულეტინი
მულტიმედია
თავჯდომარის გვერდი

მშკ გვერდი
ბმულები
კონტაქტები

 

სატანისტურ-სოროსისტული ფუნდამენტალიზმი საქართველოში

ბ-ნი ომბუდსმენის მიერ საქართველოს პარლამენტში გაკეთებული მოხსენების ზოგიერთ დებულებასთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ ბ-ნი სუბარი არის ცილისმწამებელი და მატყუარა. იგი ისწრაფვის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის კანონიერი, ისტორიულად ჩამოყალიბებული და დამსახურებული უფლებების ხელყოფისაკენ. ამიტომ იგი წარმოადგენს არა სახალხო, არამედ "უხალხო დამცველს". "თავისუფლების ინსტიტუტის" იდეოლოგიის გამტარებელი ბ-ნი სუბარის ქმედებები რელიგიური და ეთნიკური შუღლის გაღვივებას იწვევს, რაც ისტორიულად უცხო იყო საქართველოსთვის - ორივე ეს ფენომენი ინსპირირებული და ხელოვნურადაა შექმნილი, ქვეყნისა და ეკლესიის მთლიანობის დარღვევის მიზნით. ამ გზით ქვეყნის მთლიანობა ნაწილობრივ უკვე დაირღვა, ახლა ჯერი ეკლესიაზე მიდგა. ერთიანი ეკლესიის რამოდენიმე სინოდად დაშლის პერსპექტივაზე სოროსელი ”თავ. ინსტიტუტელები” დაუფარავად საუბრობენ. ბ-ნი სუბარის მიერ თავის მოხსნებაში სომხური პრობლემის წინ წამოწევა საეჭვოდ ემთხვევა ამ ბოლო დროს გააქტიურებული სომეხი "მოღვაწეების" ყოვლად დაუსაბუთებელ და აბსურდულ მოთხოვნებს, მათთვის 600-ზე მეტი ეკლესია-ნაგებობების გადაცემასთან დაკავშირებით. სოროსელების ეს პოლიტიკა გამოიწვევს ეთნო-რელიგიური კონფლიქტის გაღვივებას, რაშიც სხვადასხვა, მათ შორის რუსულ-სომხური ისტორიულად აპრობირებული პოლიტიკის ინტერესები იკვეთება.

მართლმადიდებელთა უფლებებს, ასევე მოვალეობას, დაიცვან ეკლესიის მთლიანობა და მისი სწავლება მოციქულებრივი სიწმინდით, ხოლო სამწყსო - სექტანტებისა და ზოგიერთი კონფესიის აგრესიული პროზელიტიზმისაგან, სოროსელები ფუნდამენტალიზმსა და ფანატიზმს უწოდებენ. ამით ისინი სწორედ რომ სატანისტურ-სოროსისტული ფუნდამენტალიზმისა და ფანატიზმის მიმდევრებად გვევლინებიან, მის აპოლოგიას ეწევიან და ცდილობენ მსგავსი ცნობიერებისა და ღირებულებების დანერგვას საქართველოში.

ძვირფასო თანამემამულენი, დროა გავახილოთ თვალები, მივხვდეთ, რომ საქართველოს წინაშე ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას. მივდიოთ ჩვენი სახელოვანი წინაპარების მიერ გაკვალულ და ისტორიულად გამართლებულ გზას: დავიცვათ მართლმადიდებლობა და ამით - ქვეყანა მომხდურისაგან, სულგაყიდული, იუდას მემკვიდრეებისაგან, რომელთა რიცხვი ლეგიონია. ეკლესია გვასწავლის: სიკვდილამდე იღვაწე სიმართლისათვის და უფალი ღმერთი იბრძოლებს შენთვის.

წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის კავშირი.

შემდგომდროინდელი (2006 წ. ზაფხული) შენიშვნა:

საინტერესო მოვლენის - სახალხო დამცველის მეტამორფოზის - მომსწრენი ვხდებით. როგორც ჩანს, “თავ. ინსტიტუტელებსა” და ომბუდსმენს შორის რეალურმა თუ მოჩვენებითმა შავმა კატამ გადაირბინა. ვნახოთ.

2005 w. dekemberi