მთავარი
ჩვენს შესახებ

სიახლეები
მოვლენებ
წერილები
ბროშურები

მიმართვები, ბუკლეტები
წიგნები
პერიოდული ბიულეტინი
მულტიმედია
თავჯდომარის გვერდი

მშკ გვერდი
ბმულები
კონტაქტები

 

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს

ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს

გამოვთქვამთ უკიდურეს აღშფოთებას ჩვენს ქალაქში შექმნილი მდგომარეობის გამო: ქალაქი მიაქვს პორნოგრაფიას, გამოფენილია ათასგვარი უხამსი ჯურნალი და გაზეთი, რაც მავნე ზეგავლენას ახდენს მოზარდ თაობაზე, რაც შეურაცხყოფს მართლმადიდებელ მოსახლეობას, ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს. მაგალითისათვის გაწვდით ჯურნალებს “მაქსი” და “სექსტაზი”, გაზეთს “პაემანი”. ნუთუ ეს ინდუსტრია უკონტროლოდაა მიშვებული, ნუთუ სახელმწიფო უძლურია, ან არ უნდა რომ დაიცვას მოზარდი თაობა, მისი მოქალაქეები უხამსობისაგან, გარყვნილებისაგან.

გთხოვთ მიიღოთ გადამჭრელი ზომები, რათა აღიგავოს ჩვენს თვალთაგან უხამსი გამოცემები. წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოება, მართლმადიდებელი მრევლი თავად შეეცდება აღკვეთოს ეს ძალადობა, ეს სულიერი აგრესია, მიმართული ჩვენი შვილებისაკენ, ჩვენს ერისაკენ.

კეთილი სურვილებით,

თავმჯდომარე:

ა. უნგიაძე

2005 w. dekemberi